სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბაღდათში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს.
სააგენტოს ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ა. მ. (მის: ბაღდათის რაიონი, სოფელი როხი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
მათივე ინფორმაციით, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
„სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია (აღიარებას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ჩამონათვალი იხილეთ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (მუხლი 13).“, – ნათქვამია ინფორმაციაში.