აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური მუზეუმის წარდგინება გაიმართა

25 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინმუზეუმი) მუზეუმის წარდგინება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა შექმნა.
ონლაინმუზეუმში სრულად არის წარმოდგენილი აფხაზეთის არქიტექტურის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, არქეოლოგიისა და ხელნაწერების, ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის საგამოფენო დარბაზები. ამ დარბაზებში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები