”მზიურის” კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას გადაეცემა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ”მზიურის” კორტები, 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ, ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას გადაეცემა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიას სპორტული პროფილი არ შეეცვლება და ჩოგბურთისთვის იქნება განკუთვნილი.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ხელშეკრულების თანახმად, ყველა ასაკობრივი ნაკრები მთელი წლის განმავლობაში, კორტებით უფასოდ ისარგებლებს .
ყოველწლიურად ჩატარდება საქართველოს პირველობის ტურნირი ოთხ ასაკობრივ ჯგუფში. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს „დევისისა“ და „ფედერაციის“ თასის გათამაშების შეხვედრები.
სამინისტროს ინფორმაციით, არსებულ ტერიტორიაზე ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტს, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიას, გადახურავს 2 საჩოგბურთო კორტს.
შეიქმნება 40 სამუშაო ადგილი. ფედერაცია ვალდებულია 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
„ეს არის საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული მორიგი პროექტი. ეს მეთოდი წარმატებული გამოდგა წინა შემთხვევებში. მაგალითად, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერია. წარმატებები აქვს ძიუდოს აკადემიასაც. საქართველოს მთავრობა მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები