ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ტალავერის მოსახლეობას რწყვის სეზონზე პრობლემა არ შეექმნება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი ადგილზე განიხილა.
როგორც „კვირას“ ბოლნისის  მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დავით შერაზადიშვილი სოფელ ტალავერში მოსახლეობას შეხვდა, რომლებიც რამდენიმე დღის სარწყავი წყლის სიმცირეს აპროტესტებდნენ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაახლოებით 1 თვეში იწყება რწყვის სეზონი, არსებული წყლის რესურსი კი მათთვის არასაკმარისია.
დავით შერაზადიშვილი სოფლის მაცხოვრებლებს პირადად გაესაუბრა და განუცხადა, რომ მათი შეშფოთება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქართველოს მელიორაცია ამ ეტაპზე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფა გაიზრდება, წყლის დებეტი კი მათი ფართობების ირიგაციას მთლიანად უზრუნველყოფს.
მოსახლეობამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა.
,,დღეს შევხვდი სოფელ ტალავერის მოსახლეობას, მათ გააჩნიათ პრეტენზია სარწყავი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ზოგადად, ეს საკითხი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დგას, თუმცა საქართველოს მელიორაცია ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ მოხდეს არსებული რესურსის სწორად განკარგვა და მიწოდება. შეხვედრაზე შევჯერდით მიწოდების გრაფიკზე და მოსახლეობას რწყვის სეზონზე პრობლემა არ შეექმნება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები