ქართველი კინემატოგრაფისტების ტრიუმფი პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

გუშინ პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართველ კინემატოგრაფისტებს ერგოთ.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის „ლუკა” გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს.
ფილმს “სხვისი სახლი” ასევე 2 პრიზი ხვდა წილად – საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის.
რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო.
ორივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის შექმნილი.
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2011 წელს დაარსდა და რამდენიმე წელიწადში უკვე იქცა მსოფლიოს გამოჩენილი და წარმატებული კინემატოგრაფისტების თავშეყრის ადგილად.
ფესტივალი 16-23 აპრილს მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები