რა პროცედურები უნდა გაიაროს საკონსტიტუციო პროექტმა და როდის შევა ის ძალაში

საკონსტიტუციო პროექტი საყოველთაო სახალხო განხილვისთვის მზად არის. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, იმისათვის რომ ცვლილებები კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილი გახდეს, მოხდება კონსტიტუციური კანონის ინიცირება, შემდგომ საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც თავის მხრივ, ერთი თვის განმავლობაში, საზოგადოებას ამ პროექტს საქართველოს ყველა რეგიონში გააცნობს. რაც შეეხება ცვლილებების ამოქმედების თარიღს, ცვლილებები კონსტიტუციაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
„რეალურად, რა ცვლილებები მივიღეთ, რით არის განპირობებული პრეზიდენტის პირდაპირი ან ირიბი არჩევა, ან რატომ მივიღეთ ის საარჩევნო სისტემა, რაც მივიღეთ, ამ ყველაფერს დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას. ზაფხულში დასრულება სახალხო განხილვა და შემდგომ პარლამენტში დაიწყება კონსტიტუციური კანონის განხილვა. ზაფხულში, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, 2 მოსმენით მოხერხდება კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება. საშემოდგომო სესიაზე კი საბოლოოდ მივიღებთ კონსტიტუციის კანონპროექტს. წლის ბოლომდე, კონსტიტუციაში უნდა აისახოს ცვლილებები. რაც შეეხება ცვლილებების ამოქმედების თარიღს , ცვლილებები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. 2018 წლის არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა და ამის შემდგომ ამოქმედდება უკვე საკონსტიტუციო ცვლილებები “, – განაცხადა კახიანმა.
​საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საყოველთაო განხილვისას მოსახლეობა თავის პოზიციას დააფიქსირებს და სწორედ ამაზე დაყრდნობით მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას, რა ცვლილებები განხორციელდეს ან არ განხორციელდეს. მოსახლეობის აზრი გაზიარებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები