„ვიღებთ ისეთს კონსტიტუციას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი“ ​

„იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც პროექტშია, ძლიერდება ქვეყნაში საპარლამენტო რესპუბლიკა. ჩვენ ვიღებთ ისეთ კონსტიტუციას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი“ , – აღნიშნული განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
​კახიანის განცხადებით, პროექტში ასახული ცვლილებების 70-80 პროცენტი სწორედ ოპოზიციის ექსპერტების და არასამთავრობოების რეკომენდაციით არის ჩაწერილი. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ სამი საკითხი, რაზეც კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული.
„ საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ვენეციის კომისია სრულად არის ინფორმირებული. მათ იციან, თუ რა მიმართულებით ვგეგმავდით ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელებას. ამ ცვლილებებით ძლიერდება საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკა. ძლიერდება პარლამენტი, მთავრობის კონტროლის კუთხით. ამით ჩვენ ვიღებთ ისეთს კონსტიტუციას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულება შეიძლება, ისე იყოს აღქმული საზოგადოების მხრიდან, რომ რაც შეიმუშავა კომისიამ, მთლიანად ამ პროექტის მიმართ არსებობს ასეთი დამოკიდებულება. პროექტში ასახული ცვლილებების 70-80 პროცენტი სწორედ ოპოზიციის, ექსპერტების და არასამთავრობოების რეკომენდაციით არის ჩაწერილი. სამი საკითხი იყო, რაზეც ვერ შევთანხმდით, ეს იყო პრეზიდენტის არჩევის წესი, მეორე იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაში კონკრეტული დეტალები, რაც ეხება ბარიერს, ბლოკებს და ასე შემდეგ … მესამე საკითხი იყო ოჯახის დეფინიცია . ყველა არ უჭერდა მხარს იმას, რომ ოჯახის დეფინიცია განსაზღვრულიყო. პრეზიდენტის პირდაპირი ან ირიბი წესით არჩევა კი არ არის საზოგადოების მიზანი, საზოგადოების მიზანი არის ის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ისეთი კონსტიტუცია და ისეთი კონსტიტუციური სისტემა იყოს დამკვიდრებული, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები