ირაკლი კობახიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

26-29 მაისს, საქართველოს დედაქალაქი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს. ღონისძიებას ნატოს 28 წევრი, 20-ზე მეტი ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელი დაესწრება. საპარლამენტო ასამბლეის საორგანიზაციო საკითხების გაცნობის მიზნით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დეივიდ ჰობსი, რომელმაც შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ უცხოელ სტუმართან საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება და მოსახლეობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს.
დევიდ ჰობსი დღესვე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს ეწვევა და მისიის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები