მექსიკაში დაპირისპირებულ ნარკოკარტელებს შორის მომხდარ შეტაკებას 35 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში დაპირისპირებულ ნარკოკარტელებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, 2 დღეში 35 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ეს ყველაზე სერიოზული ძალადობის ფაქტია 2011 წლის შემდეგ. 12 ადამიანი სინალოას შტატში 23 აპრილს მოკლეს. კიდევ 9 ადამიანი მექსიკის დასავლეთ ნაწილში, მიჩოაკანის შტატში დაიღუპა. გერეროს შტატის მახლობლად, სოფელ ჩურუმუკოში რვა ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო 6 ცხედარი ვერაკრუსის შტატში იპოვეს.
გერეროს შტატი მექსიკაში ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლება. დაპირისპირებული დაჯგუფებები იქ ყაყაჩოს პლანტაციებზე კონტროლის დასამყარებლად იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები