ანსის კინოფესტივალზე ქართველი ანიმატორი – ნათია ნიკოლაშვილი გაემგზავრება

ანსის კინოფესტივალზე ქართველი ანიმატორი ნათია ნიკოლაშვილი გაემგზავრება.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, იგი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალზე პროექტით “ჭინკები” წარდგება.
ეროვნული კინოცენტრის, ანსისა და ნიქოზის კინოფესტივალების ერთობლივი კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის განვითარებაზე წელს მესამედ ჩატარდა.
საფრანგეთიდან ქართველ ანიმატორებთან სამუშაოდ ანიმაციური ფილმების პროდიუსერი ოლივიე კატერინი ჩამოვიდა, რომელმაც ეროვნულ კინოცენტრში კონკურსის გამარჯვებულებისთვის ვორკშოპები ჩაატარა.
სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს ქართველმა ანიმატორებმა კატერინს საკუთარი პროექტების პრეზენტაციები წარუდგინეს, ანსის კინოფესტივალის ჟიურიმ კი საუკეთესოდ ნათია ნიკოლშვილის “ჭინკები” აღიარა.
ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში წელს 2 ქართული ანიმაციური ფილმიც იქნება წარმოდგენილი: დათო კიკნაველიძის “ჯინო” და ანა ჩუბინიძის “ჯიბის კაცი”.
ფესტივალთან თანამშრომლობის მიუხედავად, ანსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში აქამდე ქართული ანიმაციური ფილმები არასდროს მოხვედრილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები