ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან

27 აპრილს, 19. 00 საათზე,  მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჟიური, რომლის საქმიანობაც კონფიდენციალური იყო, 5 ნომინაციაში დაასახელებს პრემიის ლაურეატებს.
1.წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
2. წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი;
3. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა;
4. წლის საუკეთესო დებიუტი;
5. წლის საუკეთესო წიგნის (გარეკანის) დიზაინი;
საკონკურსოდ შემოსული 98 წიგნიდან მოკლე სიაში 33 წიგნი გავიდა.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო – 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემათ.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ დაარსდა.
გამარჯვებულებს სიგელებსა და პრიზს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ გიორგაძე, მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური და ჟიურის წევრები გადასცემენ.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ ერთადერთი კონკურსია, რომელიც წიგნის საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში ავლენს გამარჯვებულს. გარდა ამისა, 2016 წელს ნომინაციებს ერთი ახალი ნომინაცია – „წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა“ დაემატა.
პრემიის შექმნის მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები