რამაზ პატარიძის ლექცია „ქართული ანბანი“ გაიმართება

26 აპრილს, 18 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქუჩა№13) დამწერლობათმცოდნესთან, პროფესორთან, დოქტორ რამაზ პატარიძესთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორმა, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა განუცხადა, იგი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,ქართული ანბანი”, უპასუხებს დამსწრეთა შეკითხვებს.
რამაზ პატარიძემ  მთელი ცხოვრება შეალია იმის კვლევას, ქართული დამწერლობა მეხუთე საუკუნიდან იწყება თუ ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან.
რამაზ პატარიძე საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა ანდრიას პირველწოდებული სახელობის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს: ქართულ დამწერლობაზე, ქართულ წელთაღრიცხვაზე, მზისა და მთვარის კალენდარზე. მისი ლექციები იწერება, რომ შემდეგ სტუდენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები