ლევან დავითაშვილმა ჩაის ფესტივალი გახსნა

ჩაის საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით „თბილისის ჩაის ფესტივალი“ წელს მთაწმინდის პარკში გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელმა ისეთმა კომპანიებმა მიიღეს, როგორებიცაა: „გეოპლანტი“, „თერნალი ჩაი“, „ტყიბული ჩაი“, „შემოქმედის ჩაის ფაბრიკა“, „კესანე“, „ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკა“, „აგროექსპორტი“, „ხურჯინი“, LTD Bitadze „Georgian Tea 1847”, „Georgian Organic Tea Producers Association”, „Georgian-Chinese Tea Cluster”, კოოპერატივი „ნაგომარი“, კოოპერატივი „არაგველები“, „Ahmad Tea”, კოოპერატივი „კონა”; ი/მ „ჩაი უშარო“.
ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაი; გაიმართა სხვადასხვა ნუგბარის, ასევე, თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაცია, მოეწყო კონკურსები და დაჯილდოება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იაპონური ენისა და კულტურის ცენტრმა, ჩინეთის საელჩომ საქართველოში, ჰენთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგ ჯგუფმა (კონფუცის ინსტიტუტი), დიდი ბრიტანეთის საელჩომ, ინდურმა კომპანიამ „დიახ“, კომპანიამ შრი-ლანკადან Zaid Tea Ceylon (PTV) Limited. Royal Sulaiha.
როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე აღნიშნავს, ფესტივალი ქართული და საერთოდ ჩაის, როგორც კულტურის პოპულარიზაციისა და ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერის მიზნით დაარსდა.
თბილისის ჩაის ფესტივალი მთაწმინდის პარკისა და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები