გონიოში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელიც იქვე გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა

გონიოში, საპატრული პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელიც იქვე გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა და დააზიანა. მათ შორის ერთი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილია.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ბათუმში და გონიოში. ქარმა გონიოში სახურავი ერთ-ერთ საჯარო სკოლას, ბათუმში კი გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს გადახადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები