მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საკადრო ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში შემოქმედებითი კოლექტივების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. სასწავლო წლის ბოლოს სასახლის ცალკეული შემოქმედებითი ჯგუფები შემაჯამებელ კონცეტრებსა და პრეზენტაციებს გამართავენ.
“სასწავლო წლის ბოლო მოდის და გადავწყვიტეთ შემაჯამებელი ჩვენებები გავმართოთ. ფორმას თავად შემოქმედებითი კოლექტივები აირჩევენ. იქნება ეს პრეზენტაცია, კონცერტი, გასაუბრება თუ სხვა. ღონისძიებები ივლისში დავგეგმეთ, მაგრამ, რადგან სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეებს ამ პერიოდში გამოცდები აქვთ, შემოქმედებითი კოლექტივების თხოვნით შევიტანეთ ცვლილებები რომ ეტაპობრივად აპრილში, მაისსა და ივნისში ჩატარდეს”,- აცხადებს სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე.
მისივე თქმით, საკადრო კვალიფიკაციის ამაღლების ინიციატივა თავად სასახლეში მომუშავე პედაგოგებმა გამოთქვეს და სასახლეში მნიშვნელოვანი მეთოდური მუშაობა დაიწყეს.
“ჩვენ ძალიან დიდი პრეტენზიები გვაქვს, რადგან სასახლე ლიდერია სკოლის გარეშე დამატებითი განათლების სფეროში და გვაქვს პრეტენზია, რომ აქ სუპერ პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ. როდესაც კოლექტივი პირველივე დღეს ასეთ შედეგს აჩვენებს ძალიან საამაყოა მათთვისაც და ჩემთვისაც.
ჩემის აზრით ღირსეულად გავივლით ამ ეტაპს. სისუსტეების გარეშე, არც ერთი დაწესებულება არ არსებობს, შესაძლოა ჩვენთანაც გამოვლინდეს, ამისთვის მზად ვართ. პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება”,- აცხადებს თიკა რუხაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები