ათენში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

 საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე ნატო ჭანტურია გარდაიცვალა, – ინფორმაციას ამის შესახებ ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნატო ჭანტურიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ათენში საქართველოს საელჩოს. ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი თანაგრძნობას და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ათენში, კალითიის მუნიციპალიტეტში 16 აპრილს მოხდა. ხანძრის შედეგად 72 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სახლში ასევე იმყოფებოდა ასაკოვანი მამაკაცი და ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მამაკაცი ამჟამადაც საავადმყოფოში რჩება.ნატო ჭანტურია სხეულის 65% -იანი დამწვრობით ათენის გიორგიოს გენიმატას სახელობის ცენტრალურ კლინიკის, დამწვრობის განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები