22 აპრილი
11:00
სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში”, საქართველოში პირველად მასშტაბური სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიხსნება, რომელშიც მსოფლიოში აღიარებული პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას. საკონტაქტო ნომერი: 574 159 114 – ალექსანდრე მიზილინი
11:30
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აპარატის თანამშრომლებთან ერთად ერთვება დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ დასუფთავების მასშტაბურ აქციაში “სუფთად ევროპისკენ“ და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებს.
12:30
“ხალხის პარტიის” ოფისში ბრიფინგი გაიმართება. პარტიის ლიდერი ალექსანდრე კობაიძე მართვის მოწმობის 100-ქილიანი სისტემის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით სასულიერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს და უწყების თანამშრომლებს მიმართავს. საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე – 557 019090