სპექტაკლის – „მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში“ პრემიერა გაიმართება

22 და 23 აპრილს, 11:30 საათზე, გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლის – „მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში“ პრემიერა გაიმართება. როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, წარმოდგენაზე მოსული სტუმრები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ-ექსპერიმენტორიუმის ჯადოსნურ კრიო (აზოტის) შოუში.
ფრენკ ბაუმის ცნობილი ზღაპრის „საოცარი  ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან“ მიხედვით მუსიკალური წარმოდგენა ერთ მოქმედებად დადგა რეჟისორმა ვახტანგ ნიკოლავამ. სცენოგრაფია და კოსტიუმები ეკუთვნის მანანა კობახიძეს.
პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
სპექტაკლის დაწყებამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის ექსპერიმენტორიუმის ყველაზე შთამბეჟდავი – აზოტის შოუ იხილონ.
ზღაპრის გმირები საოცარ, ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობაში მიდიან. გზა ჯადოსნურ საოცრებათა ქვეყანაში არცთუ ისე ადვილია. უპირველეს ყოვლისა, მათ საკუთარ თავში უნდა იპოვონ სიყვარული, ერთგულება, მეგობრობა და ისწავლონ ამ ყველაფრის დაფასება და დაცვა. გზად მეგობრები აღმოაჩენენ, რომ სასწაულები აუცილებლად ხდება, და ამისთვის სულაც არ არის საჭირო შორს წასვლა, საკმარისია, უბრალოდ გიყვარდეს და გჯეროდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები