საბიბლიოთეკო კვირეული იწყება

28 აპრილს  საქართველოს მასშტაბით  საბიბლიოთეკო კვირეული იწყება. კვირეული 14:00 საათზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიება გაიხსნება წიგნის “ბიბლიოთეკარი-პროზაიკოსი” წარდგინებით. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ცენტრალური ბიბლიოთეკების კონკურსი თემაზე: “ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ბიბლიოთეკების მეშვეობით”.
კონკურსს არ ეყოლება ჟიური. გამარჯვებულს გამოავლენს დამსწრე საზოგადოება ფარული კენჭისყრის პრინციპით.
კვირეულის დახურვა გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბას დარბაზში, 5 მაისს, 14:00 საათზე (ჭავჭავაძის ქ. N32, მეოთხე სართული).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები