ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფილმების კინოფესტივალი გაიმართება

29-30 აპრილს, საქართველო-არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით გაიმართება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფილმების კინოფესტივალი.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აღნიშნულ ფესტივალს უმასპინძლებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება არგენტინის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ეკვადორის, კუბის, გვატემალის, ჰონდურასის, მექსიკის, იამაიკის, პანამისა კინოფილმები.
კინოფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფილმების ჩვენება გაიმართება ორიგინალ ენებზე ინგლისური სუბტიტრებით.
მისამართი: ფურცელაძის ქუჩა N1, კინოდარბაზი  – „აუდიტორიუმი“.

29 აპრილი:
არგენტინა: „Chinese Take-Away” / „ჩინური ზღაპარი“ რეჟ: სებასტიან ბორენსტეინი; ხანგრძლივობა: 93 წუთი. დასაწყისი: 11:00 სთ-ზე;

კოლუმბია: „The Wind Journey” / „ქარის მოგზაურობა რეჟ: სირო გუერა; ხანგრძლივობა: 117 წუთი. დასაწყისი: 13:00 სთ-ზე;

ეკვადორი: „The Dirty Game” / „ბინძური თამაში რეჟ: ფრანკ ბონილა; ხანგრძლივობა: 60 წუთი. დასაწყისი: 15:00 სთ-ზე;

კუბა: „Dancing with Margot” / „ცეკვა მარგოსთან რეჟ: არტურო სანტანა; ხანგრძლივობა: 105 წუთი. დასაწყისი: 17:00 სთ-ზე;

გვატემალა: „Where the Sun was Born” / „იქ სადაც დაიბადა მზე რეჟ: ელიას ხიმენესი; ხანგრძლივობა: 84 წუთი. დასაწყისი: 19:00 სთ-ზე.

30 აპრილი:
ბრაზილია: „The House of Send” / „ქვიშის სახლი“ რეჟ: ფერნანდო მოლნარი; ხანგრძლივობა: 76 წუთი. დასაწყისი: 11:00 სთ-ზე;

ჰონდურასი: „Eleven Cipots” / „თერთმეტი მოზარდი“ რეჟ: ტომას ჩი; ხანგრძლივობა: 76 წუთი. დასაწყისი: 13:00 სთ-ზე;

მექსიკა: „The Dream Mara`Akam” / „მარა აკამის ოცნება რეჟ: ფედერიკო სეჩეტი: ხანგრძლივობა: 90 წუთი დასაწყისი: 15:00 სთ-ზე;

პანამა: „Get Out of you Can”  / „გაიქეცი, თუ შეგიძლია რეჟ: რიკარგო აგილარ ნავარო, მანუელ როდრიგესი ; ხანგრძლივობა: 97 წუთი. დასაწყისი: 17:00 სთ-ზე;

იამაიკა: „The Songs of Redemption” / „მონანიების სიმღერა რეჟ: მიკელ გალოფრე, ამანდა სანდსი; ხანგრძლივობა: 78  წუთი. დასაწყისი: 19:00 სთ-ზე.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები