საქველმოქმედო კონცერტი „საქართველო საქართველოს გარეთ“ გაიმართება

25 აპრილს, 20:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაჩე რაინდელის“ ორგანიზებით, რუსთაველის თეატრში  საქველმოქმედო კონცერტი „საქართველო საქართველოს გარეთ“ გაიმართება.
„იდეა და მიზანი, რომელზეც ვმუშაობთ, გახლავთ წიგნი საქართველოზე – რომლის გამოცემას ვგეგმავთ უახლოეს მომავალში. წიგნი მოიცავს ფოტომასალას, საქართველოზე, რომელიც ისტორიულად და ლიტერატურულად  გამდიდრებული იქნება.
გვსურს, უკეთესად დავანახვოთ დამთვალიერებელსა და მკითხველს საქართველო თავისი წარსულითა და აწმყოთი. წიგნი მოიცავს სრულიად საქართველოს, თავისი ოკუპირებული და დაკარგული ტერიტორიებით, ფოტომასალას საუკეთესო რაკურსით – კულტურულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები, ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები, ხიდები, სოფლები, პეიზაჟები და ა. შ, რომელთა ქართულობასაც ასაბუთებს ისტორიული და ლიტერატურული წყაროები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიქმნას საქართველოზე წიგნი-მემატიანე“, – წერს ვაჩე რაინდელი ფეისბუქის გვერდზე.

მონაწილეები: კვარტეტი “ქართული ხმები”,  ანსამბლი “ლაშარი” (უშიკიშვილი), „სუხიშვილები“, თამრიკო ჭოხონელიძე, დავით გველესიანი,  ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი, ანდრეა გველესიანი, დავით არჩვაძე, ჯგუფი – “ფორტე”, გოჩა ჭაბუკაიძე, გიორგი შალვაშვილი,  ზაზა მარჯანიშვილი, დავით ტურაშვილი, ტარიელ ხარხელაური, საშა გველესიანი, თემურ ჩალაბაშვილი, როინ აბუსელიძე, გენრი დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები