ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადასვლის მსურველთა რაოდენობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. შესაბამისი მონაცემები საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ Gallup გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, 2025 წელს იმ ადამიანების წილი, რომლებიც აშშ-ს საცხოვრებლად გადასვლის სასურველ ქვეყნად ასახელებენ, დაახლოებით 15%-მდე შემცირდა, რაც ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ეს მაჩვენებელი 2007–2009 წლებში 24%-ს, ხოლო 2017 წელს 18%-ს შეადგენდა.
შეერთებული შტატები კვლავ ყველაზე მიმზიდველ მიგრაციის დანიშნულების ადგილად რჩება ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის აუზისა და სუბსაჰარის აფრიკის მაცხოვრებლებისთვის.
ამავდროულად, გაიზარდა იმ ამერიკელების რიცხვი, რომლებიც ქვეყნის დატოვებას განიხილავენ.
Gallup-ის მონაცემებით, 45 წლამდე ასაკის ამერიკელი ქალების 40% საზღვარგარეთ წასლვლას განიხილავს. 2014 წელს ამ ჯგუფში გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა გასცა ეს პასუხი. გამოკითხვა 140 ქვეყანაში 144 000 ადამიანს შორის ჩატარდა.