ბლუზის პირველი საერთაშორისო ფესტივალი კახეთში, ღია ცის ქვეშ გაიმართება

ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი BLUES&WINE – BlUES VILLAGE  პირველად ჩატარდება საქართველოში – ღია ცის ქვეშ, ლაგოდეხის/ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამის შესახებ სასტუმრო Best Western Tbilisi Art Hotel-ის საკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე  ორგანიზატორებმა განაცხადეს.
მათივე თქმით,  ბლუზი ცხოვრების წესია და დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა – საქართველო იმსახურებს, აღნიშნული ფესტივალი სწორედ  კახეთში  ჩატარდეს. გარდა ამისა, რეგიონალური განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. ზოგადად, კახეთი მრავალფეროვანი რეგიონია და მნიშვნელოვანია, ლაგოდეხიც გახდეს აქტიური მხარე. ადგილობრივებისთვის კი კარგი შანსია, ტურისტულ ზონაში  გარკვეული სახის ბიზნესი დაიწყონ.
„ბლუზი ბრუნდება საქართველოში, 10 ქვეყნიდან  ჩამოდიან მომღერლები, მათ შორის ერთ-ერთი იქნება მიკ ჯაგერის ძმა. ჩატარდება 13 კონცერტი, ბოლო კონცერტი გასაიდუმლოებულია და სიურპრიზი იქნება“, – განაცხადა ფესტივალის დამაარსებელმა და ბლუზმენმა კოკა ცქიტიშვილმა.
ფესტივალი 9-10 ივნისს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება. ორგანიზატორები კი მომხმარებელს უმაღლეს დონესა და სიამოვნებას ჰპირდებიან.
ფესტივალი BLUES&WINE – BlUES VILLAGE  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის თანადგომითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები