ლევან მოსიაშვილისა და ალენ პიზენის ერთობლივი გამოფენა – „გაზაფხულის ფერები“ გაიხსნება

 

21 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვარი ლევან მოსიაშვილი და ფოტოხელოვანი საფრანგეთიდან ალენ პიზენი ერთობლივ გამოფენას  -„გაზაფხულის ფერებს“ გამართავენ.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლევან მოსიაშვილის ახალი ფერწერული ტილოები – 30-მდე ნამუშევარი. ამჯერად მხატვარი აბსტრაქციებს წარმოგვიდგენს, რომელიც ფერებით, სტილით, განსხვავებული ხედვით გამოირჩევა. ალენ პიზენის ფოტონამუშევრებში, რომელსაც ფოტოხელოვანი სპეციალურად ამ გამოფენისთვის  საფრანგეთიდან ჩამოიტანს, ხელოვანის განსახვავებულ ხედვასაც წარმოგვიდგენს და მხატვრის განწყობასაც ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლევან მოსიაშვილის მეხუთე და ალენ პიზენის მეორე გამოფენაა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 21 აპრილს დამთვალიერებელი სრულიად განსხვავებულ სანახაობას იხილავს.
გამოფენა 30 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები