ვალერი მელაძე: მიხარია, რომ ჩემს იუბილეს სწორედ საქართველოში აღვნიშნავ (ვიდეო)

ყველასთვის ცნობილი მომღერალი, ვალერი მელაძე მალე საქართველოს ეწვევა. ის  ქართველ მსმენელს საყვარელ სიმღერებს წარუდგენს და 50 წლის იუბილეს, სიმბოლურად, თავის სამშობლოში, კერძოდ კი, თბილისსა და ბათუმში აღნიშნავს. მომღერალი, მისთვის ძვირფას აუდიტორიას დიდი ხნის მონატრებას და სითბოს გაუზიარებს.
როგორც კონცერტის ორგანიზატორებმა, საერთაშორისო პროდაქშენ ჯგუფმა „ტრიდამ “და კომპანია „არტ მედეამ“ „კვირას“ განუცხადეს, ვალერი მელაძე ამ ტურნესთვის განსაკუთრებულად ემზადება და იმედოვნებს, რომ თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი კონცერტები წარმატებით ჩაივლის.
– ვალერი მელაძე  საქართველოში 6 მაისს ჩამოფრინდება და მისი ვიზიტი 10 მაისამდე გასტანს. კონცერტები დაგეგმილია თბილისში – სპორტის სასახლეში 7 მაისს, ხოლო ბათუმში  – სახელმწიფო მუსკალურ ცენტრში – 9 მაისს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და სასიამოვნოა, რომ მათზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. იმედი გვაქვს, რომ ორივე კონცერტი წარმატებული იქნება და ქართველ მსმენელს დიდიხანს გაჰყვება ის ემოცია და სითბო, რომელსაც ცნობილი მომღერალი მათ გაუზიარებს.
ცნობილმა მომღერალმა – ვალერი მელაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ რამდენიმე კითხვას თავადაც უპასუხა:

– რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო და ქართველი მსმენელი?
– მოგეხსენებათ, რომ საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში დავიბადე, შესაბამისად, ეს ქვეყანა ჩემთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულად მიყვარს. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ვარ ქართველი. მიხარია, რომ ჩემს იუბილეს სწორედ საქართველოში აღვნიშნავ და  მსმენელის წინაშე ყველაზე ძვირფასი და საყვარელი სიმღერებით წარვდგები.
– როგორ ემზადებით კონცერტებისთვის?
– არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ვღელავ, ვიცი, რომ ბოლომდე დავიხარჯები, რადგან მინდა დიდი სითბო და სიყვარული გამოვხატო ქართველი აუდიტორიის მიმართ, რა თქმა უნდა, იგივეს ველი მათგან. რეპერტუარი, რომელიც შევარჩიე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერებია, დარწმუნებული ვარ, ორივე  კონცერტი თბილისშიც და ბათუმშიც დიდხანს  მემახსოვრება მეც და ჩემს მსმენელსაც.
7 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში და 9 მაისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მისულ მსმენელს ნამდვილად ელის სასიამოვნო საღამო. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი და დაგეგმილი  ეს კონკრეტული დღეები, დროა, შეიძინოთ ბილეთები და მოემზადოთ ყველასთვის ცნობილ მომღერალთან – ვალერი მელაძესათან შესახვედრად.
ბილეთების შესაძენა შეგიძლიათ: თბილისში https://biletebi.ge/?id=22&ei=x495, ხოლო ბათუმში https://biletebi.ge/?id=22&ei=x494

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები