შსს-მ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე ოთარ კახიძე გამოკითხა

პარლამენტის სათათბირო ოთახში მომხდარი ინციდენტის ირგვლივ, სამართალდამცველებმა “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე გამოკითხეს. ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. რა ინფორმაცია მიაწოდა კახიძემ სამართალდამცველებს, უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.
დაიწყება თუ არა პარლამენტში მომხდარ ინციდეტზე გამოძიება, პროკურატურა გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დეპუტატების მოსაცდელში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაშავდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა.ზარდიაშვილის მიმართულებით ნასროლი საფერფლე კანდელაკის თანაგუნდელს, ოთარ კახიძეს მოხვდა. კახიძემ ტრავმა თავის არეში მიიღო. დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, კახიძეს შუბლზე ნაკერები დაადეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები