შსს ოთარ კახიძის სხეულის დაზიანების ფაქტზე შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის სხეულის დაზიანების ფაქტზე შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, სამართალდამცველები კახიძეს გამოკითხავენ და შემდეგ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დეპუტატების მოსაცდელში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაშავდა.
„კვირას“ ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა.ზარდიაშვილის მიმართულებით ნასროლი საფერფლე კანდელაკის თანაგუნდელს, ოთარ კახიძეს მოხვდა. კახიძემ ტრავმა თავის არეში მიიღო. დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თანაგუნდელების ინფორმაციით, კახიძეს მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები