ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში წიგნის ბუდე განთავსდა

15 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში წიგნის ბუდე განთავსდა.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, წიგნის ბუდე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა თენგიზ მოდუმ დაამზადა. ამჯერად მისი შთაგონების წყარო გურული ტრადიციული სპორტული შეჯიბრი ლელობურთი იყო – წიგნის ბუდეს ლელობურთის ფორმა აქვს. მასში განთავსებული წიგნები ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიღოს, წაიკითხოს და უკან დააბრუნოს, ან წაღებული წიგნის  ნაცვლად ახალი წიგნი დატოვოს.
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნის ბუდეები საქართველოს არაერთ ქალაქში განათავსა. „ეკვილიბრიუმი“ მომავალშიც გააგრძელებს წიგნის მოყვარულთათვის მსგავსი სიურპრიზების მომზადებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები