ლევან იზორია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა – ჟან-ივ ლე დრიანი უმასპინძლებს.
პირისპირ საუბრისას, მინისტრები საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ერთ-ერთ ინიციატივაში ფრანგული მხარის ჩართულობას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები