გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს

“ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, თურქეთი განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის.
“ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარებაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის”, -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართა. ბოლო მონაცემებით, საპარლამენტოდან მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლას თურქეთში ამომრჩეველთა 51%–მა  დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები