27 აპრილს ლონდონში ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე აღინიშნება

ლონდონის აზიის სახლში, 27 აპრილს, ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამის შესახებ „კვირას“ ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა  აცნობა.
მისივე ინფორმაციით, გამოჩენილი ინგლისელი მკვლევარი და მთარგმნელი, ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტის რუსულისა და ქართულის ემერიტუს პროფესორი დონალდ რეიფილდი აზიის სახლში ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავს, სადაც იგი ისაუბრებს ტრაგიკული ხვედრის პოეტზე, რომელიც თავისი მწერლური მემკვიდრეობით ქართული ევროპეიზმის სათავესთან დგას.
„ამასთან, დონალდ რეიფილდი წაიკითხავს ბარათაშვილის პოეზიის მისეულ თარგმანებს, რომელიც წინასწარ დიდ ინტერესს იწვევს. რეიფილდს ვიცნობთ, როგორც მიხეილ ჯავახიშვილისა და ოთარ ჭილაძის პროზის, ასევე სხვა ქართველი ავტორების შესანიშნავ მთარგმნელს, მაგრამ როგორ გაართვა თავი მან ბარათაშვილის ინგლისურად ამეტყველებას, ამის პირველი მსმენელი გახდება ის აუდიტორია, რომელიც ლონდონის აზიის სახლში შეიკრიბება“, – განუცხადა „კვირას“ გიორგი ლალიშვილმა.
საღამოს დაესწრება და შესავალი სიტყვით გახსნის საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები