„მოდი მთაწმინდის პანთეონში ქართველ მწერლებზე სასაუბროდ“ – უჩვეულო აქცია

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. 16 საათიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ იწვევს ყველას მთაწმინდის პანთეონში, სადაც, ორგანიზატორების თქმით,  ქართველ მწერლებსა და წიგნებზე სასაუბროდ უჩვეულო და უპრეცედენტო აქცია გაიმართება. მთაწმინდის პანთეონში თანამედროვე ქართველი მწერლები პანთეონში დაკრძალულ ავტორებსა და მათ წიგნებზე ისაუბრებენ.

16:00 – რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ;
16:30 – გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ;
17:00 – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ;
17:30 – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ;
18:00 – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ;
18:30 – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ.

ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პანთეონის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ავტობუსი, ორი უფასო რეისი: 15:30-ზე და 16:30-ზე.
გასვლა თავისუფლების მოედნიდან, პუშკინის სკვერის გაჩერებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები