გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ირანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ირანს ეწვევა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა.
დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თეირანში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალები და ამ ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები შეათანხმეს.
გიორგი კვირიკაშვილის ირანში დაგეგმილ ვიზიტს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისტორიული უწოდა.
„ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები