„კარმენის“ ახალი ვერსია ოპერის თეატრში

20, 21, 27 აპრილს და 4 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში პრემიერაა – წარმოდგენილი იქნება ჟორჟ ბიზეს „კარმენი“. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს იქნება რეჟისორ ლევან წულაძის დებიუტი საოპერო ჟანრში.
„კარმენის“ ახალი ვერსია ასეთია: თავისუფლების მოყვარული ბოშა ქალი თავისუფლების კუნძულზე; ჰაბანერა ჰავანური სიგარების ბოლში; მიამიტი ჯარისკაცის სულისშემძვრელ დრამად ქცეული კომიკური ოპერა და ჟორჟ ბიზეს მომნუსხველი მუსიკა…
20 აპრილს, კარმენის პარტიას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარმენი – ანიტა რაჭველიშვილი შეასრულებს.
დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი; დამდგმელი რეჟისორი: ლევან წულაძე.
დონ ჟოზე, დრაგუნების კაპრალი – გიორგი ონიანი;
ესკამილიო, ტორეადორი – ნიკოლოზ ლაგვილავა;
მიკაელა, სოფლელი გოგონა – ირინა თაბორიძე;
დანკაირო, კონტრაბანდისტი – ირაკლი მუჯირი (სტაჟიორი);
რემენდადო, კონტრაბანდისტი – თამაზ საგინაძე;
ფრასკიტა, კარმენის მეგობარი, ბოშა – ნინო ჩიჩუა;
მერსედესი, კარმენის მეგობარი, ბოშა – ნუცა ზაქაიძე (სტაჟიორი);
ლეიტენანტი ზუნიგა – გიორგი ჭელიძე (სტაჟიორი);
ოფიცერი მორალესი – ლაშა სესიტაშვილი (სტაჟიორი).
სპექტაკლის სცენოგრაფი – ირაკლი ავალიანი, კოსტიუმების მხატვარი – პოლინა რუდჩიკი, ქორეოგრაფი გია მარღანია.
წარმოდგენაში მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, საბალეტო დასი და ორკესტრი.
სპექტაკლი წარმოდგენილია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები