პარლამენტის ყოფილი წევრის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც „კვირა”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრაში ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ კისისხევში დააკავეს.
უწყების ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე ( ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ დავითაშვილი თელავში დღეს დაჭრეს.
მას საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.დავითაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული.