თელავში ყოფილი დეპუტატი დაჭრეს

თელავში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მას საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დავითაშვილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე ( ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით მიმდინარეობს.

სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები