კასპის გამგებელი მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„სრულიად საქართველოს, საქრისტიანოს, ვულოცავ დიდებულ დღესასწაულს – ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას!
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი, სიხარულისა და იმედის მომტანი დღეა – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაული.
მრავალს დაესწარით, არ მოგიშალოთ უფლის მფარველობა და კურთხევა. ღმერთმა გაგაძლიეროთ!!!
ქრისტე აღდგა!“, –ნათქვამია მისალოც ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები