ბოლნისის გამგებელი მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ქრისტე აღდგა-ჭეშმარიტად აღდგა!
ყველას გილოცავთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღესასწაული. უფალი იესო ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა და ჩვენი ცოდვების მოსატევებლად ჯვარს ეცვა.
აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებლები მთელი წელი განსაკუთრებული სიხარულითა და მოლოდინით ვეგებებით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და სულიერ სიძლიერეს!“, –აღნიშნავს დავით შერაზადიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები