თბილისში მოტოციკლეტისტი ქვეითს შეეჯახა

თბილისში, საბურთალოზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ვაჟა-ფშაველასა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე, მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები