ვაკეში, ქვეითად მოსიარულე გოგონას ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს ქვეითებისთვის განკუთვნილი ე.წ. ზებრა გადასასვლელით არ უსარგებლია და ის გზატკეცილზე გადაიდოდა.
აღსანიშნავია, რომ მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ექიმთა ბრიგადაც იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ახალგაზრდა გოგონას თავის ქალისა და გულ-მკერდის დაზიანება, ასევე, ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები