გორი-ქარელის გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა – არიან დაშავებულები

გორი-ქარელის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. „კვირას“ ინფორმაციით, მიკროავტობუსი გორიდან ქარელის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც, გვირაბთან ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდარი ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები