კახა კალაძე: ბერლუსკონიმ საოცარი გუნდი ჩამოაყალიბა – „მილანი“ ჩემს გულშია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სოციალურ ქსელში იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საფეხბურთო კლუბი „მილანის“ პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის „მილანიდან“ წასვლას გამოეხმაურა.
„უსაზღვრო მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბერლუსკონის იმისათვის, რაც მან გააკეთა, რათა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევსულიყავით. მან საოცარი გუნდი შექმნა. ჩემთვის პატივია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. “მილანი” ჩემს გულშია“, – დაწერა კახა კალაძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე.
სილვიო ბერლუსკონი „მილანის“ მფლობელი 31 წლის განმავლობაში იყო. ამ დროის განმავლობაში „მილანმა“ ევროპასა და იტალიაში 29 ტიტული მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები