წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს, 23.30 საათზე ჩამოიტანენ

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში ჩარტერული რეისით დღეს, 23:30 საათზე, ჩამოიტანენ.
„პილიგრიმ ტურსის“ დამფუძნებელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, მათი ტურისტული ჯგუფის წევრებს ისრაელის საზღვარზე შესვლისას პრობლემები არ შექმნია. მისივე თქმით, ჯგუფის რამდენიმე წევრი უფლის აღდგომის ტაძარში უკვე იმყოფება და სხვა მორწმუნეებთან ერთად წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება.
„ტაძარში დაახლოებით 3-4 ათასი მომლოცველი ეტევა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მართმადიდებლებთან ერთად იერუსალიმში სხვა ქრისტიანული სარწმუნეობის მომლოცველებიც ჩადიან. მაგალითად, კოპტები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. პრაქტიკულად დევნასა და შევიწროებაში იმყოფებიან. ბევრი მოწამებრივი სიკვდილით კვდება. პილიგრიმობაზე იერუსალიმში ძალიან ბევრი კოპტი ჩადის. მაგალითად, წელს 10 ათასამდე კოპტია ჩასული. საქართველოდან ტაძარში 100 მომლოცველი რომ მოხვდეს, ეს ძალიან ბევრია. რამდენიმე ქართველს ვესაუბრე და ისინი უკვე ტაძარში იმყოფებიან“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები