ფესტივალ “საჩუქარს”ევროპის ხარიხის უმაღლესი ნიშანი და ჯილდო მიენიჭა

 ფესტივალმა “საჩუქარი” ბელგიიდან სასიხარულო ცნობა მიიღო – ევროპული ფესტივალების ასოციაციამ ფესტივალს “საჩუქარი” ევროპის ხარიხის უმაღლესი ნიშანი და ჯილდო მიანიჭა. ამ ინფორმაციას მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის“ ინტერნეტგვერდი ავრცელებს.
“ჩვენ მოხარული ვართ, შეგატყობონოთ, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა “საჩუქარი” EFFE Label 2017-2018 (ევროპა ფესტივალებისთვის – ფესტივალები ევროპისთვის ხარისხის ნიშანი) მიიღო. ჯილდო დაამტკიცა საერაშორისო ჟიურიმ. ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით ფესტივალს განვითარების უზარმაზარი პოტენცია აქვს.
დღეიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” არის EFFE-ს საფესტივალო საზოგადოების წევრი, რომელსაც ევროპის ფესტივალების ასოციაცია ხელმძღვანელობს. მასში გაერთიანებული ფესტივალები იცავენ მაღალ სახელოვნებო დონეს და ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ადგილობრივ, ნაციონალურ და საერთაშორისო ასპარეზზე”, – აღნიშნულია
ასოციაციის პრეზიდენტის დარკო ბლეიკის და საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტის ჯონატან მილსის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები