დედაენის დღისადმი მიძღვნილი ხატვის კონკურსი: „აი ია“ – გრძელდება ნაწარმოებების მიღება

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ ხატვის კონკურსს სახელწოდებით: „აი ია“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონკურსის პირობების თანახმად, ერთ მონაწილეს შეუძლია გააგზავნოს ერთი ნახატი, რომელიც შექმნილია იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვით, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვას მოსწავლეების მხრიდან. „შექმენით ნახატი, გადაუღეთ ფოტო და გამოგვიგზავნეთ!“ – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს.
კონკურსს ეყოლება სამი გამარჯვებული:
ნახატი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ მოწონებას;
ნახატი, რომელიც იქნება კომისიის რჩეული;
ნახატი, რომელიც იქნება მუზეუმის დირექტორის რჩეული;

გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები:
20-კაციანი უფასო ვიზიტი მუზეუმში; სამახსოვორო საჩუქრები და სიგელები.
ფოტოების მიღება დასრულდება 20 აპრილს.გამარჯვებულები დასახელდებიან 22 აპრილს; დაჯილდოება გაიმართება დედაენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე – 25 აპრილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები