ეკა ბაქრაძის პოეზიის საღამო და ჟურნალ „გზაჯვარედინის“ წარდგინება გაიმართება

21 აპრილს, 18:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კორპუსში, ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში, ეკა ბაქრაძის პოეზიის საღამო და ჟურნალ „გზაჯვარედინის“ წარდგინება გაიმართება.
მონაწილეობენ; მზია ხეთაგური, ტარიელ ხარხელაური, მანანა დანგაძე, თემურ ჩალაბაშვილი, მარინა თექთუმანიძე, ელდინო საღარაძე, ლელა ნინუა, მერაბ ანდრონიკაშვილი, ლადო მინაშვილი…
„ჩემო მეგობრებო, მადლობა მინდა გითხრათ ყურადღებისთვის, რომელიც უდიდესი სტიმულია ჩემთვის… ვფიქრობ, ლამაზი საღამო გამოგვივა და რადგან ჩემი ჟურნალის წარდგინებაც არის, და პირადშიც მომდის შეკითხვები, აქვე დავამატებ, რომ ჟურნალის შეძენა შესაძლებელია ადგილზევე. ამჯერად, მე-5-6 გაერთიანებულ ნომერს წარმოგიდგენთ. ფასი 5 ლარი… ასე, რომ გელით“, – აღნიშნავს ეკა ბაქრაძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები