გამოფენა „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“ გაიხსნება

წიგნის დღესთან დაკავშირებით, 21 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ XVIII-XIX საუკუნეების თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, კრემენჩუკში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ვენეციაში, რომსა და მონთობანში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები.
ექსპოზიციაზე ფოტოების სახით წარმოდგენილი იქნება ძველნაბეჭდი წიგნების დეკორი, სხვადასხვა სტამბის შრიფტები, წიგნების მინიატურები, წიგნების ყდების გაფორმება.
გამოფენა გაგრძელდება 21 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები