ასადი: აშშ-ის სარაკეტო დარტყმამ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა არ შეასუსტა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ქიმიური შეტევა ასპროცენტიანი ფაბრიკაციაა. ამასთანავე, ასადმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მიერ სირიის ავიაბაზაზე განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა არ შეასუსტა. ამის შესახებ ასადმა სააგენტო „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დასავლეთი, პირველ რიგში აშშ ტერორისტებთან შეთანხმებულად მოქმედებენ. მათ ფაბრიკაცია მოაწყვეს, რათა დარტყმისთვის საბაბი გასჩენოდათ“ – განაცხადა ასადმა.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ქიმიური შეტევის შედეგად, ხოლო ინფორმაციით 89 ადამიანი, მათ შორის 33 ბავშვი და 18 ქალი დაიღუპა. დამასკო ამ შეტევასთან კავშირს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები