ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის რაიონში – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

ხობის რაიონის, სოფელ ხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს „ფორდის“ მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსი და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
დაშავებულები, სხვადასხვა სახის მოტეხილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ორ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
თვითმხილველების თქმით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები