ზუგდიდში, სამართალდამცავებმა ქურდობის მომენტში მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდში, სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტზე 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
შემთხვევა, სოხუმის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ქურდობის ფაქტი გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ქურდობის მომენტში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. უწყების განცხადებით, ზ.კ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები